პრისელერი, სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი, სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

1. პრისელერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

** გაყიდვის გეგმებთან მუშაობის უნარი;
** ახალი ობიექტის ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარით
** მართვის მოწმობა (აუცილებელი მოთხოვნა)
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელი მოთხოვნა)

უფლება მოვალეობები:

** წინასწარ დადგენილი მარშუტის მიხედვით გადაადგილება
** საქონლის შეთავაზება ობიექტებისთვის
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა

2. სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა
** ფბ-ის და საიტის ადმინისტრირება
** ახალი ობიექტების გახსნისათვის სარეკლამო საკითხების სრული ციკლის ორგანიზება/შესრულება.
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge

ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე