კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

დაეხმაროს კატეგორიის მენეჯერს შემდეგი საქმიანობების წარმოებაში:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება;
** პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
** შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
** პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან შესყიდვების მიმართულებით;
** Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: hrproject2@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე