კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით - "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, იმპორტის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება ლიფტებისა და ესკალატორების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ან/და თურქული ენების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე