ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით - "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას "ქოლორ ექსპერტის" ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების ან ბრენდის მართვის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე