მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: JOMA
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
ესპანური სპორტული ბრენდის მაღაზია "JOMA" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** სპორტული აღნაგობა
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღაზიის კონსულტანტის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Internet); უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრულ პროგრამასთან Fina-სთან მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა.
** მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განთავსება, დალაგება.
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
** მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნად პროდუქტზე.
** საწყობის მარაგის კონტროლი მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 აგვისტო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV), შემდეგ ელ-ფოსტაზე: 015@sbm.ge (სათაურის ველში მიუთითეთ კანდიდატის სახელი და გვარი. აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე