სერვისების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ამპერი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
"ამპერი" აცხადებს ვაკანსიას სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

"ამპერი" 2012 წელს დაარსდა. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიას ენერგეტიკის დარგში, კერძოდ, ალტერნატიული კვების წყაროების მომსახურების სფეროში, განხორციელებული აქვს სხვადასხვა მოცულობის პროექტი.

ჩვენი კომპანია მუდმივად ავითარებს ახალ მიმართულებებს შესაბამისი დარგებისა და სერვისების მომსახურების სფეროში და თანამედროვე მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის მიზანი მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაა.

ძირითადი საქმიანობა:

** სერვისების პროდუქტების შექმნა;
** სერვისებთან დაკავშირებულ შიდა პროცესებზე რეგულაციების შექმნა, კონტროლი;
** სერვისების პროცესში ხარვეზების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** სერვისების საფასო პოლიტიკის შემუშავება და ფორმირება;
** სერვისების გაყიდვების კოორდინაცია;
** პროექტების კოორდინაცია, ბიუჯეტირება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სერვისებთან დაკავშირებული შესაბამისი რესურსების (მ.შ. ადამიანური) მართვა;
** სერვისებთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** MS Office პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: ugtgrouphr@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სერვისების განვითარების მენეჯერი".

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31.08.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე