სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 19 აგვ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
თანამდებობრივი სარგო: 2200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის, გეგმის ცვლილების პროექტის მომზადება
** სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების განსაზღვრა (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონკურსი) და ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება;
** სატენდერო და საკონკურსო პროცესების, დოკუმენტაციის მომზადების კოორდინირება/მართვა;
** სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და ანგარიშგების განხორციელება;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ზედამხედველობა და კონტროლი და ამ ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა (დამოუკიდებლად ან სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)თან ერთად);
** შესყიდვებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განცხადებებისა და საჩივრების, აგრეთვე, სხვა სახის მასალის განხილვა;
** სააგენტოს წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის მიზნების მისაღწევად, სააგენტოს დირექტორის და კურატორი დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება (საბანკო-საფინანსო, ეკონომიკა)
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.

საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი;
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი;
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის №13 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვების კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი".

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული პროგრამების ცოდნა:

პროგრამის დასახელება და ცოდნის დონე:

** Microsoft Office Word - კარგი
** Microsoft Office Excel - კარგი
** Microsoft Office PowerPoint - კარგი.

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამატებითი ინფორმაცია.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 378243
ელფოსტა: vacancy.tkma@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 აგვისტო, 2018 წ.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ა(ა)იპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე