სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 19 აგვ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
თანამდებობრივი სარგო: 1400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** ბაზრის კვლევის ჩატარება, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებისა და პოტენციური მიმწოდებლის გამოვლენის მიზნით;
** სატენდერო და საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება შესაბამის ჯგუფთან ერთად და მისი ატვირთვა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე.
** სატენდერო და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების და პრეტენდენტებთან გასაგზავნი წერილების პროექტების მომზადება და მისი ატვირთვა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
** სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
** სააგენტოსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, კანონით დადგენილი წესით;
** სააგენტოს წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილის, სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: უმაღლესი განთლება (საბანკო-საფინანსო, ეკონომიკა)
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.

საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი;
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი;
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის №13 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვების კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი".

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები:

პროგრამის დასახელება და ცოდნის დონე:

** Microsoft Office Word - კარგი
** Microsoft Office Excel - კარგი
** Microsoft Office PowerPoint - კარგი.

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** ანალიტიკური აზროვნება
** კრიტიკული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ა(ა)იპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 378243
ელფოსტა: vacancy.tkma@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 აგვისტო, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე