საგანვადებო პროდუქტ. გაყიდვების განვითარების ოფიცერი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგანვადებო პროდუქტ. გაყიდვების განვითარების ოფიცერი - იმერეთი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 17 აგვ
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების ოფიცერი (CPLPDO).

ექვემდებარება: საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ზემო იმერეთის რეგიონი (თერჯოლა, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა )

თანამდებობის მიზანი:

საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების ოფიცერი (CPLPDO) პასუხისმგებელია საქართველოს განსაზღვრულ რეგიონში მასზე მიმაგრებულ სერვისცენტრში უზრუნველყოს სს "კრედო ბანკი"-ს (კრედო) საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების ორგანიზება კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად. მოვალეობები შეიცავს დაეხმაროს საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერს და ნაწილობრივ კოორდინაცია გაუწიოს კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში/კომპანიებში საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, კომპიუტერების, სალარო აპარატების და სხვა ნივთების შესყიდვის ყოველდღიურ მენეჯმენტს მისთვის განკუთვნილი სერვისცენტრის ფარგლებში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
** ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სპეციფიკური:

** რეგიონში ახალი, კრედოსთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების/კომპანიების მოძიება და წინაპირობის მომზადება, საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერის მიერ კრედოს სასარგებლოდ მოლაპარაკებების წარმოებისათვის. მაღაზიების/კომპანიებისათვის ორგანიზაციის დადებითად წარდგენა;
** საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერის დავალებით მასზე მიმაგრებული სერვისცენტრის ფარგლებში კრედოს კონტრაქტორ მაღაზიების დაუყოვნებლივი ინფორმირება, საგანვადებო პროდუქტებში მომხდარი ცვლილებების შესახებ, ასევე მუდმივი ზრუნვა არსებული პირობების გაუმჯობესებაზე კონტრაქტორ მაღაზიებში (მაგ.: საპროცენტო განაკვეთი, საგანვადებო ბარათები, ა.შ.);
** უფროსი გაყიდვების ოფიცრების მონიტორინგი და მაღაზიებში შესაბამისი სარეკლამო მასალის არსებობის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორ მაღაზიებთან წარმოქმნილი ნებისმიერი ტიპის საკითხის, პრობლემისა და მისი გადაჭრის შესაძლო გზების წარდგენა საგანვადებო პროდუქტების გაყიდვების განვითარების მენეჯერთან;
** გაყიდვების წარმომადგენლების ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის ყველა გაყიდვების ოფიცრის კოორდინირება უფროსი გაყიდვების ოფიცრების მეშვეობით;
** გაყიდვების ოფიცრებისა და გაყიდვების წარმომადგენლების კონტრაქტორ მაღაზიებში ყოფნისა და მათ მიერ კლიენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის კონტროლი;
** მიმაგრებული სერვისცენტრის კონტრაქტორ მაღაზიებში გაყიდვების ოფიცრების როტაციის კონტროლი;
** სერვისცენტრის გაყიდვების ოფიცრების სათანადოდ გადამზადებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საგანვადებო პროდუქტების პრომოუშენი;
** უზრუნველყოს კომპანიაში საგანვადებო პროდუქტში ინოვაციური პროექტების დანერგვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** ძლიერი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** რესურსების სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აქტიური, ყურადღებიანი, ორგანიზებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე/ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2018 წლის 17 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე