ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** Rs.ge-ზე ზედნადებების ატვირვა;
** მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ნივთის ჩაბარებისას მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით ინფორმაციის შეტანა პროგრამულად;
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შედეგების პროგრამულად აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების პროგრამული აღრიცხვა;
** სალარო ოპერაციების მართვა.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე;
** უპირატესობად ჩაითვლება საფინანსო სექტორში მუშობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება პროგრამის "1C" ცოდნას;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** სტრესგამძლე;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებაზე კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე