1C ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 18 აგვ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს 1C ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C ბაზაში მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** 1C ERP მუშაობის გამოცდილება
** რეპორტების გადაწყობა (რეპორტების ვარიანტების აწყობა/გადაკეთება)
** ფინანსების და ბუღალტერიის მოდულებთან მუშაობის/მხარდაჭერის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული ენების ცოდნა სასურველია

ძირითადი მოვალეობები:

** 1C ERP-ში შემოსულ პრობლემებში გარკვევა და მოგვარება
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ინსტრუქციის დაწერა
** ახალი ბიზნეს პროცესის ამოქმედებაში მონაწილება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "1C ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე