საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

"კრისტალი" საქართველოს მასშტაბით ყველაზე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც რომელიც 90,000-ზე მეტ მომხმარებელს 61 ფილიალისა და სერვის ცენტრის მეშვეობით ემსახურება.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პრემიალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის PR სტრატეგიის შემუშავება და მუდმივად განახლება;
** PR პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** მასობრივი მედიის საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობა;
** ორგანიზაციის სიახლეების შესახებ სამიზნე ჯგუფების ინფორმირება;
** ორგანიზაციის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** საჯარო პრეზენტაციების ორგანიზება და გაშუქების უზრუნველყოფა;
** შიდა კორპორატიული ჟურნალების და სტატიების მართვა;
** ორგანიზაციის საიმიჯო/სარეკლამო მასალის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის ვებ გვერდისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ვებ გვერდების ფუნქციონირების კოორდინირება, რაც მოიცავს: ვებ გვერდების კონცეფციებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და ვებ გვერდების შინაარსობრივ მართვას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
** მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის არხების მართვის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტატიების და საინფორმაციო ტექსტების გამართულად წერის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე