მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
"არტჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადახსვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

ცხადდება ვაკანსია მრეცხავის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამზარეულოს დანადგარების და ტექნიკის რეგულარული წმენდა
** სამზარეულოს და სერვისის ტერიტორიების იატაკების, ტრაპების, გამწოვების და სხვა ზედაპირების რეგულარული დასუფთავება
** სამზარეულოს და სერვისის ჭურჭლის დარეცხვა და დასაწყობება
** სამზარეულოს საწყობის და სამაცივრე სივრცეების რეგულარული დასუფთავება
** ნაგვის რეგულარული გატანა. სანაგვე ტერიტორიების კონტროლი.
** ყოველკვირეულად გენერალური დასუფთავების ჩატარება
** მუშაობის პროცესში ზედამხედველის მითითებების შესრულება
** ყველა იმ ტრენინგზე დასწრება, რომელიც ტარდება სამრეცხაოს თანამშრომლებისვის
** მჭიდრო კონტაქტის ქონა სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (საინჟინრო, დასუფთავება და სხვა)
** ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა (გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას).

მოთხოვნები:

** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების ცოდნა
** ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების ინსტრუქციის ცოდნა
** ფიზიკური გამძლეობა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე