მიკრობიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიკრობიოლოგი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 20 აგვ
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული შემოწმება;
** კვების მრეწველობის დარგში დაშვებული სან-ჰიგიენური და მავნებლების კონტროლის საშუალებების შერჩევა;
** სადეზინფექციო ხსნარების ეფექტურობის კონტროლი;
** აღებული ლაბორატორიული სინჯების შედეგების დოკუმენტალურად აღრიცხვა და სურსათის უვნებლობის მენეჯერისათვის მიწოდება;
** ნიმუშების აღება და მომზადება (ნედლეული, შუალედური და მზა პროდუქცია);
** დასუფთავების ხარისხის კონტროლი; მანქანა-დანადგარებიდან და საამქროებში არსებული ზედაპირებიდან აღებული ჩამონარეცხების მიკრობიოლოგიური შემოწმება;
** შედეგების აღრიცხვა და სურთათის უვნებლობის მენეჯერისათვის მიწოდება;
** საწარმოო პროცესში მონაწილე თანამშრომლების ხელების ჩამონარეცხის მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება; დოკუმენტალურად აღრიცხვა და სურსათის უვნებლობის მენეჯერისათვის მიწოდება;
** კომპანიაში არსებული პროცესების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების წარდგენა;
** პირადი კვალიფიკაციის და პროფესიოული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე ზრუნვა;
** სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სესაბამისი ჯგუფის ხელმძღვანელის ან წევრების ინფორმირება;
** სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის ფარგლებში შემუშავებული და დამტკიცებული პროცედურების, წესებისა და ინსტრუქციების დაცვა;
** შრომის უსაფრთხო პირობებისა და დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მიკრო-ბიოლოგიის დარგში;
** კვების მრეწველობის დარგის ცოდნა;
** კვების მრეწველობის დადგენილი სანიტარული მოთხოვნების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 20 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე