მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 23 აგვ
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2839
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, IT ოპერაციების მართვის განყოფილება
მოქმედების ვადა: 23.08.2018
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** სტრესულ და სწრაფადცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
** ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის უნარი
** სამუშაოების პრიორიტეტებად დაგეგმვის და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** პროაქტიურობა
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები

** ბანკში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** MySQL, PostgreSQL, MongoDB ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების საკითხების ცოდნა

სამუშაოს აღწერა:

MSSQL და Oracle ბაზების ადმინისტრირება. მათ შორის:

** ბაზებზე დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, მძიმე პროცესების ანალიზი, პრობლემების დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** კონფიგურაციის პარამეტრების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმალური ცვლილების გაკეთება;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების წარმოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა და ტესტირება;
** მონაცემთა ბაზების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ვერსიის განახლებების დაგეგმვა, ტესტირება და განხორციელება;
** დღის და ღამის საათებში მიმდინარე მნიშნელოვანი პროცესების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების მოგვარება;
** არასამუშაო დღეებში და საათებში ტექნიკური სამუშაოების, პროგრამული განახლებების წარმოება და პრობლემის შემთხვევაში სწრაფად რეაგირება;
** ახალი ამოცანებისა და პროექტებისთვის დამუშავებული ტექნიკური ამოცანების განხილვა, შეფასება, განხორციელების გზების ანალიზი;
** ახალი მოდულების დანერგვისა და არსებულ მოდულებში შესატანი ცვლილებების უზრუნველყოფა;
** სატესტო გარემოებში დანერგვების, მათი გამართული მუშაობისა და რეალურ გარემოსთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება;
** პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** MS SQL Server ინსტალაცია, კონფიგურაცია, ადმინისტრირება
** Oracle ინსტალაცია, კონფიგურაცია, ადმინისტრირება
** T-SQL, PL/SQL ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2839
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე