ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა მოლოდინების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა მოლოდინების მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად.

სს "ოპპა" ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა მოლოდინების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ელექტრონულ პროდუქტებში არსებული შესაძლო ხარვეზების იდენტიფიკაცია და რეპორტინგი;
** ვებ-გვერდის, აპლიკაციისა და სწრაფი გადახდის ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
** მომხმარებელთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად იდეების გენერაცია და დამუშავება;
** მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი და მათი საჭიროებების, მოლოდინებისა და კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაცემთა ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან IT მიმართულებით;
** ელექტრონული პროდუქტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 09.09.2018-ის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე