სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 26 აგვ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანაა: ეროვნული ბანკის საინფორმაციო სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** მონაცემთა სანახის, SAN სისტემის, დისკური მასივების, მონაცემთა სანახის ვირტუალიზატორის, ჰიპერ-კონვერგენტული სისტემის, პროგრამული მონაცემთა სანახის და დამხმარე კომპონენტების ადმინისტრირება;
** ვირტუალიზაციის სერვერების დანერგვა მონიტორინგი, კონფიგურაცია და მართვა;
** რეზერვირების სისტემების მართვა;
** კრიპტოგრაფიული სერვისების მონიტორინგი და ღია გასაღებების ინფრასტრუქტურის (PKI) მომსახურება;
** საფოსტო სერვერის მომსახურება და ანტისპამ კონტროლი;
** ინტერნეტ ფილტრის მომსახურება;
** განახლებების პროგრამული უზრუნველყოფების მომსახურება;
** სისტემების ინფრასტრუქტურული გარემოს მონიტორინგი და ანალიზი;
** სერვერული ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მართვა;
** მომსახურების განყოფილების მხარდაჭერა;
** ვირუსებისა და მავნე პროგრამებისაგან დაცვის პროგრამული საშუალებების კონფიგურაცია და მართვა;
** ახალი ტექნოლოგიების ტესტირება, კვლევა და დანერგვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრირების კუთხით (სასურველია საფინანსო სექტორში);
** მონაცემთა სანახი სისტემების, სერვერული მოწყობილობების და დისკური მასივების ცოდნა;
** რეზერვირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციის სერვერების კონფიგურაციის და მართვის გამოცდილება;
** Microsoft-ის სისტემების ცოდნა: Windows Server, Active Directory, DNS, Exchange Server, SQL Server; Windows PKI; Microsoft Cluster Service;
** IT ინფრასტრუქტურული გარემოს და სისტემების დეტალური ცოდნა;
** LAN/WAN/WLAN ტექნოლოგიების და მათი უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
** სერვერულ აპარატურასთან, მონაცემთა სანახებთან და რეზერვირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური რესურსების გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ინიციატივიანობა,
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 26 აგვისტომდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე