ფინანსური დირექტორი, მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი, მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბოსტონ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
სამშენებლო კომპანია "ბოსტონ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ფინანსური დირექტორი პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დაგეგმარება და კონტროლი.
** რისკების ანალიზი და სხვა ფუნქცია-მოვალეობები.
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი
** კომპანიის მომგებიანობის ანალიზი.
** ყოველკვირეული რეპორტინგი/ანალიზი დამფუძნებლებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, წამყვანი აუდიტის პოზიციაზე, Big Four- ის აუდიტორულ კომპანიებში
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 9:30-18:00
სახელფასო განაკვეთი: 4000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: hr@rrestate.ge

2. მთავარი ბუღალტერი

განაკვეთი: სრული

პოზიციის დანიშნულება:

** კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
** ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ფუნქციები:

** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა
** ხელფასების, ბონუსების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
** მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
** სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
** მასალების მოძრაობის კონტროლი
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი

პასუხისმგებლობა:

** კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

პროფესიული უნარები:

აუცილებელი ცოდნა: საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი.

ტექნიკური უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 9:30-18:00
სახელფასო განაკვეთი: 3000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: hr@rrestate.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე