ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / განახლდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 19 აგვ
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონ"- მა დროის მცირე მონაკვეთში შეძლო გამხდარიყო ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ, მეგობრულ, მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში დასაქმების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის საიტის, მობილური აპლიკაციას და სხვა ონლაინ არხების მართვა
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა და შექმნის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან
** ციფრული რეკლამების დაგეგმვა და შექმნა, მათი კონტროლი, ოპტიმიზირება და ანგარიშების წარმოება
** სხვადასხვა სახის ტექსტური კონტენტის შექმნა მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე
** კომპანიის სერვისების, მათ შორის ონლაინ სერვისების განვითარებაზე მუშაობა
** კომპანიის ვენდორებთან ურთიერთობა
** კომპანიის სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში ჩართულობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა
** Facebook Ads Manager, Google Analytics, Google AdWords-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** ვიზუალური პროგრამების (Photoshop, illustrator ) გამოყენებად დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული და ენერგიული
** ანალიტიკური
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@unison.ge. გთხოვთ, ელ.წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 19 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე