Unity 3D დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Unity 3D დეველოპერი
მომწოდებელი: Golden Fox
გამოქვეყნდა: 9 აგვ / განახლდა: 14 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
"Golden Fox" აცხადებს ვაკანსიას Unity 3D დეველოპერის პოზიციაზე.

Golden Fox არის პატარა თამაშების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ვიდეო თამაშების დიზაინზე და დეველოპმენტზე, ვიდეოფროდაქშენზე, გრაფიკულ და UI/UX დიზაინზე.

ჩვენი მიმდინარე პროექტი: https://neila.game/

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უბრალოდ ახალგაზრდა და კრეატიული ადამიანების მცირე ჯგუფი ვართ, ბოლო 8 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ და დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ მუშაობას ძალიან დიდ თამაშის პროექტზე; იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ გვსურს ჩვენი გუნდი კიდევ ერთი წევრით გავზარდოთ და ამაში გვჭირდება შენი დახმარება!

პოზიციის მოკლე აღწერა:

** სამუშაო სრულ განაკვეთზე
** გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** დისტანციურად მუშაობა-არა
** საათობრივი ანაზღაურება
** გთავაზობთ წილს

ტოპ მიზეზები თუ რატომ უნდა იმუშაოთ ჩვენთან:

** 10,000-დან 36,000-მდე ლარი წლიური ანაზღაურება
** 4 ანაზღაურებადი სამუშაო კვირა თვეში + 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება
** ჩვენ გთავაზობთ წილს მოგებიდან
** ძალიან მაგარი ოფისი (Vere loft)
** გეიმრუმი
** ლაუნჯი

აუცილებელი მოთხოვნები:

ფართო ბექგრაუნდი გეიმინგში (ვიდეო თამაშებს თუ არ თამაშობთ, შესაბამისად ვერც შექმნით).

უფლება-მოვალეობები:

** ჩვენი თამაშის პლატფორმის ფრონტ-ენდის დეველოპმენტის და კოდინგის საკუთარ თავზე აღება (Unity 3D გარემოში!)
** მცირე, მოქნილ და მულტიფუნქციურ ჯგუფში გაწევრიანების და მუშაობის უნარი.
** პლატფორმის დროულად და ვადებში გაშვების პრიორიტეტით ხელმძღვანელობა.
** ძირითადი codebase-ის დაპროექტება და დოკუმენტაცია, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება როგორც მოცემული პროექტის გასავითარებლად, ისე ახალი პროექტების დეველოპმენტშიც (მათ შორის შიდა ხელსაწყოებისაც, რომელიც უკვე გვაქვს)
** რთული ტექნოლოგიური კონცეპტების ახსნა არატექნიკური ბექრაუნდის მქონე ადამიანებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 3 გვერდისა) და ასევე ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია ან მატერიალები, რომლებიც ზემოთხსენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება მისამართზე: vacancy@goldenfox.games და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები (Unity 3D დეველოპერი).

აპლიკანტების საყურადღებოდ!

გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე