პედაგოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პედაგოგი - ქუთაისი
მომწოდებელი: განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 28 აგვ
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შშმ ბავშვთა დღის ცენტრის "ჯადოსნური სამყაროს" პედაგოგის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ემსახურება შშმ ბავშვების აღზრდას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. დღის ცენტრში განთავსებული არიან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის შშმ პირები. ცენტრი ემსახურება 21 პირს, მათ მზრუნველობას უწევს ორი პედაგოგი და ორი პედაგოგის ასისტენტი. პედაგოგი პასუხისმგებელია ბენეფიციართა ფსიქიკური, გონებრივი განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, პედაგოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
** მათი ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** ბენეფიციართა მდგომარეობის მუდმივ დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
** თითოეულ ბენეფიციართან მიმართებაში ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა, ბენეფიციარების შეფასება;
** ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
** ინდივიდუალური ან ჯგუფური საკორექციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციების წარმოება.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიკის სფეროში
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პედაგოგიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომუნიკაციის და ურთიერთობათა განვითარების უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი პასუხისმგებლობა

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 ბავშვთა სფეროში მომუშავე პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge. "თემაში" მიუნიშნეთ პედაგოგის ვაკანსია.

საკონტაქტო პირი - სოფიო კუპატაძე - საკონტაქტო ტელ: 598454563/0431 251330.

საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით 18.00 საათამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე