ლოჯისტიკის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის ასისტენტი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Quicksilver-ის, Volvo Penta-ს, Kawasaki-ს, Husqvarna- ს, Jobe-ს, და AGV-ის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, და სხვა სპეციალიზებულ ტექნიკას, მათ აქსესუარებს, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს, ინვენტარს საწყლოსნო სპორტისა და გართობისათვის.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (მეტყველება, კორესპონდენცია)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ლოჯისტიკის მუშაობის უზრუნველყოფა (კომპანიის კუთვნილი ტვირთების განბაჟება/გაფორმება, მართვა);
** კომპანიის შესყიდვების ორგანიზება;
** საწყობებს შორის გადაზიდვების ორგანიზება;
** იმპორტის დროს გადაზიდვების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი - ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან გადაგზავნა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე