მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Quicksilver-ის, Volvo Penta-ს, Kawasaki-ს, Husqvarna- ს, Jobe-ს, და AGV-ის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, და სხვა სპეციალიზებულ ტექნიკას, მათ აქსესუარებს, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს, ინვენტარს საწყლოსნო სპორტისა და გართობისათვის.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** FMG პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მეტყველება, კორესპონდენცია)
** სიზუსტე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროს ბრუნვის წარმოება;
** ზედნადებებისა და საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება/გატარება;
** სხვა პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე