რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 6 აგვ / ბოლო ვადა: 6 სექ
უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" მოხარულია, შემოგთავაზოთ ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

გვჭირდება: პოზიტიური, ენერგიული, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, გაწონასწორებული, აზარტული, ექსტრემალურ სიტუაციებში მოხერხებული, დაუზარელი, შარმიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური, მიზანმიმართული, სტაბილური, ერთგული, მობილური, პროგრესული, თანამედროვე, რისკიანი, ინიციატორი, თავდაჯერებული ახალგაზრდები - ვისაც სურს, საკუთარი და გარშემო მყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

კომპანია "Makler.ge" გთავაზობთ:

** ყველაზე, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად, აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მაღალი ფიქსირებული და ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას, საკომისიო 20-40 % + ფიქსირებული 500 ლარი.
** პროფესიულ განვითარებას და კარირეული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე

1 თვე: ტრეინინგი (ანაზღაურების გარეშე)
მომდევნო 3 თვე: ანაზღაურებადი.

გელოდებათ: მაღალი ანაზღაურება და სტაბილური შემოსავალი, განვითარების პერსპექტივები, ქველმოქმედებაში ჩაბმა, ლიდერობისკენ სწრაფვა, ბედნიერების განცდა, საქმიანი წინსვლა, უწყვეტი წარმატებები და ოცნებების ახდენა!

აუცილებელი პირობა: უნდა ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

ჩვენ ვეძებთ არა დაქირავებულ თანამშრომლებს, არამედ პარტნიორებს 14-წლიან წარმატებულ ბიზნესში! გიწვევთ სამუშაოდ არა გამომუშავებაზე, არამედ წილობრივი განაწილებით!

რეალტორი არის კონსულტანტი, მრჩეველი და ექსპერტი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტის შეძენისას.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე