კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ქალთა ბედნიერება
გამოქვეყნდა: 6 აგვ / ბოლო ვადა: 6 სექ
ქალთა ბედნიერება სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

პოზიცია: კონსულტანტი
ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 350 ლარი
ხელფასი: ფიქსირებულს + ბონუსი (გამომუშავების შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე / 14:00-დან 22:00-მდე

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** ასაკი: 22-35 წელი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოსაცდელი ვადა - 2 თვე (ანაზღაურებადი).

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: qaltabedniereba@gmail.com და სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე