iOS დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: iOS დეველოპერი
მომწოდებელი: Wings & Freeman Capital
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 23 ივლ
კომპანია "Wings & Freeman Capital" და კომპანია "Digital Systems" საერთაშორისო FinTech პროექტისთვის ეძებს iOS დეველოპერს.

პროექტის შესახებ:

საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით, "Digital Systems"-ის გუნდი მუშაობს ინოვაციური FinTech პროდუქტის დანერგვაზე მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად კომპანია ეძებს მოტივირებულ iOS დეველოპერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროდუქტის დაგეგმვისა და დეველოპმენტის პროცესში.

მოვალეობები:

** აპლიკაციის შემუშავება iOS პლატფორმაზე.
** პროდუქტის მართვის ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების ადაპტირება.
** ტექნიკურ ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია აპლიკაციის და სერვერული ნაწილის ურთიერთქმედების ოპტიმიზაციისათვის.
** პროდუქტის პროტოტიპის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება iOS აპლიკაციების დეველოპმენტში.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია კანდიდატს უკვე ჰქონდეს AppStore-ზე განთავსებული აპლიკაციები.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ СV და ბმულემი მათ ნამუშევრებზე ელფოსტაზე: info@wfcapital.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23 ივლისი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე