მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მედდა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 26 ივლ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს მედდის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი "ევექსის" პოლიკლინიკა.
სამუშო გრაფიკი: სრული განაკვეთი, დღის შტატი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
** საექთნო ჩანაწერების სწორად და დროულად წარმოება;
** პაციენტის მომზადება მცირე საოპერაციო ან/და დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის;
** კაბინეტის სპეციფიკიდან გამომდინარე პროცედურების დროს ასისტირების გაწევა ან/ და დამოუკიდებლად ჩატარება;
** პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაბამისად რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის/ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 ივლისი, 2018 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/medda-tbilisi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე