ბუღალტერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი - ქუთაისი
მომწოდებელი: საწარმო
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
ქუთაისში მდებარე საწარმო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა ** MS Excel-ში ფინანსური ანგარიშების აწყობის და ცხრილების მომზადების უნარი;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სერთიფიკატის მქონე პირებს;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს;

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს/ბასს);
** ოპერაციების აღსარიცხავად ბუღალტრული გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში ;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი;
** სალარო და საბანკო ოპერაციების, გადარიცხვების, კონვერტაციების და ა.შ. წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სისრულის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
** Rs.ge -ზე მუშაობა - სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შევსება;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დასტური;
** ყოველთვიური მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულის მოძრაობის რეპორტების დროულად მომზადება და მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
** კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია;

სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა;
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
** გუნდური მუშაობა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;

სახელფასო განაკვეთი: კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა CV ფოტოსურათით გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე jobopening5701@gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე