სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედ სეილი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
სამედიცინო კომპანია "მედ სეილი" (http://www.medstore.ge) აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** პროდუქციის დანერგვის უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, თავაზიანობა,
** შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო აღწერილობა/მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში.
** კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო აპარატურა/სამედიცინო ინვენტარი) პრომოცია, კლინიკის ხელმძღვანელებთან და შესყიდვების მენეჯერებთან
** ყოველდღიური ანგარიშგებები შესრულებული სამუშაოს შესახებ

ხელფასი განისაზღვრება ფიქსირებულ თანხას დამატებული პროცენტი გაყიდული პროდუქციიდან (რაც საშუალოდ 1000-2000 ლარს შეადგენს).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე: globalmed.geo@gmail.com და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე