მცველი/დაცვის თანამშრომელი - წინანდალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცველი/დაცვის თანამშრომელი - წინანდალი
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 30 ივლ
კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: სასტუმროების ქსელი "რედისონი", სილქნეტების გაერთიანება, "ჯეოსელი " და ა.შ.

"დეტი" უსაფრთხოების სფეროში ერთ - ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად დასაქმებულია 500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს კახეთში, სოფელ წინანდალში სასტუმრო "რედისონი"-ს მცველის/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი მცოცავი გრაფიკი.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი - 20 წლიდან;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული
** დისციპლინირებული
** ლოიალური
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული

დასაცავი ობიექტის მდებარეობა კახეთი, სოფელი წინანდალი

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს 2018 წლის 30 ივლისამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი- კახეთი" და თქვენი სახელი, გვარი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე