ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: რუბიკონი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
კომპანია "რუბიკონი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "Rubicon - რუბიკონი" ახორციელებს ყველასათვის საჭირო მოხმარების პროდუქციის, კერძოდ საყოფაცხოვრებო ქიმიური და ჰიგიენური საშუალებების რეალიზაცია-მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის როგორც პოპულალური, ამავდროულად საჭირო და ხშირად გამოყენებადი. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის პროდუქციის უფასო საკურიერო მომსახურებით მიწოდება მომსახურების ყველა ქალაქსა და რეგიონში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს საოფისე პირობებში
** ახალგაზრდულ გუნდს
** უფასო ტრენინგებს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში
** მოქნილ გრაფიკს
** მზარდ ანაზღაურებას მრავალი საბონუსე სისტემით და წახალისებით
** ხელშეწყობას სწავლასა და განვითარებაში
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას

მოთხოვნები:

** ასაკი 17-35 წლამდე
** სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS პროგრამების ცოდნა.

დასაქმებულის აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა
** ახალი პროდუქციის სწრაფად შესწავლისა და ათვისების უნარი
** გამართული მეტყველება და დამაჯერებელი საუბარი
** პრეზენტაციის წარდგენა (იგულისხმება პროდუქციის სრულად გაცნობა მომხმარებლისთვის)
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გეგმების დასახვა და ორგანიზებულად მოქმედება
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
** ენერგიულობა და მოტივირება
** სტრესულ გარემოში ოპტიმალური გადაწყვეტილების სხარტად მიღება

სამუშაო გრაფიკი: არასრული, ცვლების მიხედვით - 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიური საბონუსე სისტემა შედეგის მიხედვით. (საშუალო მოთხოვნებიდან გამომდინარე, 400-დან 1000 ლარამდე)

მის: ც.დადიანის 7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, ბიზნეს-ცენტრი 528/529B
გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე: Rubiconvacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე