მონიტორინგის სპეციალისტი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი - ზუგდიდი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 9 აგვ
თანდართული ფაილი: 182757-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საქმიანობის მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში.

ძირითადი სამუშაო ადგილი - ქ. ზუგდიდი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვისა და ნაშთების კონტროლის გზით;
** საფოსტო გზავნილებზე კომპანიის რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების დაცვის მდგომარეობის შემოწმება, მათ შორის, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებით, ადრესატების მისამართებზე გამოკითხვით, საკონტროლო გზავნილების გამოყენებით და სხვა საშუალებებით;
** დეპარტამენტებისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების, ასევე სავაჭრო ქსელის გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება;
** კომპანიის საცალო სარეალიზაციო ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დარღვევების შესახებ დასკვნებისა და ანგარიშების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მონიტორინგის ან მის მომიჯნავე სფეროში;
** ქართული ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მონიტორინგისა და ანალიზის უნარი;
** ანგარიშის მომზადები/წერითი კომუნიკაციის უნარი;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრების პირველი ეტაპი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მონიტორინგის სპეციალისტი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 09.08.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე