ოჯახის ექიმების შესარჩევი კონკურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოჯახის ექიმების შესარჩევი კონკურსი
მომწოდებელი: ჰერა XXI
გამოქვეყნდა: 12 ივლ / განახლდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
ასოციაცია "ჰერა ოცდაერთი" აცხადებს ოჯახის ექიმების შესარჩევ კონკურსს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის დასახელება: თანამედროვე მიდგომები ოჯახის დაგეგმვის საკითხებში
ტრენინგის ტარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ (აკრედიტაციის ნომერი რს-с527) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში (თსსუ, პროფესიული განვითარების საბჭო, სხდომის ოქმი #4 15.12.2017)
მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს და 5 კრედიტ ქულას
ტრენერი: გოგი ცერცვაძე, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე
ტრენინგის ჩატარების დრო: 11-12 აგვისტო
მონაწილეთა რაოდენობა: 12 ოჯახის ექიმი
ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: თბილისში მოღვაწე ექიმები
ტრენინგი არის უფასო და მოიცავს სასტუმროში განთავსებას, კვებას და ტრანსპორტირებას

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

** სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა უფლებების ზოგადი მიმოხილვა
** ოჯახის ექიმის როლი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაში (კომპეტენციის ფარგლებში)
** პაციენტის კონსულტირება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე (სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახის დაგეგმვა, სხვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე)
** ოჯახის დაგეგმვის მეთოდები
** რეფერალის განხორციელება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე

განაცხადი გასაკეთებლად გთხოვთ, გამოაგზავნოთ HR@HERAXXI.GE-ზე შემდეგი დოკუმენტები:

** სახელმწიფო სერთიფიკატი
** პირადობის მოწმობის ასლი
** ავტობიოგრაფია/СV
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე