მეან-გინეკოლოგების შესარჩევი კონკურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეან-გინეკოლოგების შესარჩევი კონკურსი
მომწოდებელი: ჰერა XXI
გამოქვეყნდა: 12 ივლ / განახლდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
ასოციაცია "ჰერა ოცდაერთი" აცხადებს მეან-გინეკოლოგების შესარჩევ კონკურსს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის დასახელება: თანამედროვე მიდგომები ოჯახის დაგეგმვის საკითხებში
ტრენინგის ტარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ (აკრედიტაციის ნომერი რს-с527) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში (თსსუ, პროფესიული განვითარების საბჭო, სხდომის ოქმი #4 15.12.2017)
მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს და 5 კრედიტ ქულას
ტრენერი: გოგი ცერცვაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე
ტრენინგის ჩატარების დრო: 4-5 აგვისტო
მონაწილეთა რაოდენობა: 12 მეან-გინეკოლოგი
ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: თბილისში მოღვაწე ექიმები
ტრენინგი არის უფასო და მოიცავს სასტუმროში განთავსებას, კვებას და ტრანსპორტირებას

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

** სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა უფლებების ზოგადი მიმოხილვა
** პრე და პოსტ აბორტული კონსულტირება
** ორსულობის შეწყვეტის მეთოდები
** ოჯახის დაგეგმვის მეთოდები
** თეორიული ცოდნის მიწოდება სუბდერმალური პროგესტაგენული იმპლანტის შესახებ და იმპლანონის ჩადგმის და ამოღების ტექნიკის სწავლება

განაცხადი გასაკეთებლად გთხოვთ, გამოაგზავნოთ hr@heraxxi.ge შემდეგი დოკუმენტები:

** სახელმწიფო სერთიფიკატი
** პირადობის მოწმობის ასლი
** ავტობიოგრაფია/СV
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე