კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / განახლდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 10 აგვ
ტექნიკის ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მაღაზიებში:

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის განახლება/კონტროლი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;
** ინვოისების და საგარანტიო ტალონის შევსება;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით) მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე