ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

“ვესტ ინვესტი” არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა „ბიბილო“, „მამალო“, „West Fish“, „West Meat“, „Ukrainian Chicken“, „Divnoe“ და სხვა.

განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების ანალიზი;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება და კომპანიისთვის სპეფიციკური სტატისტიკური რეპორტინგის დანერგვა-განვითარება.
** მიმდინარე პროექტების ფინანსური აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი;
** პროექტების ბიუჯეტირება, მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
** კომპანიის სამომავლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები დირექტორებისათვის.
** კომპანიის საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობის (ხარჯების, ფასებისა და გაყიდვების შედეგების) ანალიზი და მისი შედარება კომპანიის ბიზნეს გეგმასთან და პროგნოზებთან.
** ჩაატაროს ფინანსური მიმოხილვა/ანალიზი და გასცეს რეკომენდაციები ხარჯების შემცირების შესაძლებლობებზე.
** დანერგოს ფინანსური კონტროლის მექანიზმი ბიზნესში, რაც ხელს შეუშლის ფინანსებისა და სხვა აქტივების არამიზნობრივ მოხმარებასა და მითვისებას.
** ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კომპანიის სხვადასხვა რგოლთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრი/მაგისტრი ფინანსების, ეკონომიკის, ან სტატისტიკის მიმართულებით
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** ფინანსური სტატისტიკისა და საბუღალტრო პრინციპების მყარი ცოდნა.
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი.

სამუშაო ადგილი: ლორთქიფანიძის 13ა (ყოფილი კაიროს ქუჩა).

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება .

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 ივლისი, 2018 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე