კორპორატიული ვაჭრობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული ვაჭრობის მენეჯერი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
"გასგო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.

"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ასევე გვაქვს ავტომობილების სერვისიც.

მოვალეობები:

** გაყიდვების გაზრდა და წინასწარი ანალიზი
** საცალო და კორპორატიული ვაჭრობის მართვა
** საცალო და კორპორაციული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, ორგანიზება და რეპორტის სახით მომზადება
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური შეთავაზებების მოფიქრება, დამუშავება და შესრულება
** არსებულ კლიენტებთან უშუალოდ მისვლა და კონტაქტი, ასევე ახალი კლიენტების მოძებნა, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების მოფიქრება და დაგეგმარება
** მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რეპორტის მომზადება
** საცალოსა და კორპურატიულ მომხმარებელთან ურთიერთობა
** საცალო ვაჭრობის ბაზრისა და კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი და მისი რეპორტის სახით მომზადება
** კომპანიის არსებულ კორპორატიულ მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ახალი კორპურატიული მომხმარებლების მუდმივი ძიება საქართველოს ბაზარზე
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ხელშეკრულებების წარმოება
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება.
** გაყიდვების ჯგუფთან ურთიერთობა
** კომპანიის საცალო მაღაზიების საქმიანობის მუდმივი კონტროლი და ორგანიზება

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გაყიდვების სფეროში
** კრეატიული, ანალიტიკური, პროექტების მენეჯმენტისა და გაყიდვების ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** კეთილსინდისიერება, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სიახლისადმი და პროფესიული განვითარებისადმი მზაობა
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა
** პროდუქციის შეთავაზებებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვის უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური
** გამოცდილება გაყიდვების დადეგმვასა და კონტროლში
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
** რუსულისა და ინგლისურის ენების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ "კორპორატიული ვაჭრობის მენეჯერი". სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე