გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 19 ივლ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა არხების მოძიება;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბანკო ან სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე