პროექტის ინჟინერი, საწყობის ოპერატორი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ინჟინერი, საწყობის ოპერატორი - ნატახტარი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. პროექტის ინჟინერი მაღალბიუჯეტიანი, მაშტაბური პროექტისთვის

სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** ყოველდღიურ რეჟიმში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ("ტაბელის" წარმოება) კონტროლი და აღრიცხვა;
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა;
** ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების აქტების ("ფორმა #2") მომზადება;
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის დღიური (დღის) სამუშაო გეგმის გაცნობა;
** ყოველკვირეული პროგრეს რეპორტების მომზადება;
** ყოველი სამუშაო თვის ბოლოს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება;
** სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოთხოვნის ფორმის მომზადება და შესყიდვების დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
** ობიექტზე ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფარული სამუშაოს აქტები და ა.შ.);
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტთან დაკავშირებული ნახაზების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების ფორმის მომზადება;
** ყოველი თვის ბოლოს, საბუღალტრო დეპარტამენტისთვის წარსადგენი პირველადი სახელფასო ფორმის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამშენებლო ობიექტზე მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (+MS primavera).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისმართზე: career@ec.ge 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.

2. საწყობის ოპერატორი

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ნატახტარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე ინვენტარიზაციის წარმოება;
** კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე საწყობის მარაგების კონტროლი, როგორც პროგრამულად, ასევე ადგილობრივად;
** შესაბამის სასაწყობო პროგრამაში პროდუქციის მოძრაობის ასახვა;
** შეკვეთების სრული ლოგისტიკური ციკლის აღრიცხვა და კონტროლი;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** რეპორტების მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილად ცოდნა);
** სასურველია საწყობო პროგრამების ცოდნა (1C/FINA/ERP);
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა);
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე