უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 26 ივლ
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 4500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** სააგენტოსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული სერვერების ადმინისტრირება;
** "ღრუბლოვანი" ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
** მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა;
** სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და ოპტიმიზაცია;
** არსებული სისტემების გლობალური ხედვა და ანალიზი;
** საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი/ადმინისტრირება - საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების არქიტექტურის განსაზღვრა/დაგეგმვა/ადმინისტრირება, სისტემების ინსტალაცია/განახლება, კონფიგურირება, კოორდინაცია, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, ექსპლუატაცია, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, დარეზერვება, აღდგენა და განახლება;
** ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული
** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ";
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ".
** ენები: ინგლისური (წერითი უნარები - B2), (მეტყველება - B2).

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სისტემური ადმინისტრირების, მინიმუმ, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ღია ტექნოლოგიებთან მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
** cloud ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
** ღია "open source" ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (KVM/LXC);
** როგორც აპარატურულ, ასევე პროგრამულ (software defined storage) "CEPH"-ის შენახვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Amazon S3 და Openstack Swift-თან მუშაობის გამოცდილება;
** Linux-ის ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა და გამოცდილება;
** ვერსიის კონტროლის სისტემა git-თან მუშაობის გამოცდილება;
** სკრიპტული ენების ცოდნა (Shell Scripting, Python);
** Linux ოპერაციულ სისტემაში Web, Mail, DNS სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება;
** მაღალი მდგრადობის სისტემების (High availability) ადმინისტრირების გამოცდილება (Pacemaker/Corosync/DRBD);
** დატვირთვის განაწილების სისტემების (Load Balancer) ადმინისტრირების გამოცდილება (HAProxy, LVS).

პიროვნული მახასიათებლები:

** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** სიახლე/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი;
** ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი;
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** შედეგებზე ორიენტაციის უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქუჩა 2;
საკონტაქტო ტელეფონი: 2251528 (7068).

დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ საშუალო ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი და სამოტივაციო წერილი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, ქულათა სისტემით.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** ზეპირი დავალება
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე