გრითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრითერი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
თანდართული ფაილი: 182670-fincabank-app-form.doc
"ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს გრითერის ვაკანსიას პირადი საბანკო მომსახურების სერვის ცენტრში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანტური თანამდებობა: 1
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2018

ძირითადი ფუნქციები:

** ახორციელებს მომხმარებლების/კლიენტების მიღებას/დახვედრას;
** კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** ამისამართებს მომხმარებლებს/კლიენტებს შესაბამის პერსონალთან;
** ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეოებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში, პრიორიტეტულია ბანკში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook) კარგი ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზუმე "CV").

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ გრითერი".

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

"ფინკა ბანკი საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

"ფინკა ბანკი საქართველო" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

"ფინკა ბანკი საქართველოში" კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე