კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: დიჯიტალტექ
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
კომპანია შპს "დიჯიტალტექ" საქართველოში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიების BE.GE-ს და DEALS.GE-ს სახით. კომპანიის ზრდის პარალელურად ჩვენ მუდმივად ვეძებთ მოტივირებულ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით.

შპს "დიჯიტალტექ" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილი აღწერების მომზადება
** პროდუქციის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება ვებ-სივრცეში, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მომწოდებელთან
** სტატიების, სიახლეების, ბლოგისთვის პოსტების მომზადება
** სხვა კონტენტთან დაკავშირებული საქმიანობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული რედაქტორის (მაგ: Adobe Photoshop) საშუალო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა!)
** გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ასაკი: 19-დან 40 წლამდე

უპირატესობა მიენიჭება შემდეგი სახის დამატებით ცოდნა/გამოცდილებას:

** სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 10:00-17:00;
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე, ანაზღაურებადი.

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@be.ge და წერილს სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დისტანციური ტესტირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე