პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 8 აგვ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი სავაჭრო ობიექტის მოძიება, პროდუქციის შეთავაზება და წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღების მიზნით და პროდუქციით დროულად მომარაგების/მიწოდების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ნაშთების მუდმივი კონტროლი და შეკვეთის ოპტიმიზაცია;
** სავაჭრო ობიექტზე შეტანილი პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლების,სწორად განლაგებისა და პოზიციონირების კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სავაჭრო ობიექტებზე რეალიზებული პროდუქციის შესაბამისი თანხის მიღება/მითვლა და სალაროში შეტანა;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება, ანალიზი და მუდმივი რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დროის სწორად განაწილების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია )

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

გთხოვთ თქვენი СV გამოაგზავნოთ 2018 წლის 8 აგვისტომდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე