PHP/MySQL დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PHP/MySQL დეველოპერი
მომწოდებელი: ვებ-სტუდია ინდიგო
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
ვებ-სტუდია "ინდიგო" აცხადებს PHP/MySQL დეველოპერის ვაკანსიას - ვეძებთ დეველოპერებს, რომლებიც მზად არიან შეეჭიდონ საინტერესო, საშუალო სირთულის პროექტს. ჩვენი მხრიდან გპირდებით განვითარებისა და ანაზღაურების გაზრდის სერიოზულ პერსპექტივებს.

სასურველია გამოგვეხმაურონ არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ვებ-დეველოპერები, რომლებსაც არაერთი სისტემა აქვთ უკვე შექმნილი PHP/MySQL-ის გამოყენებით.

აუცილებელი მოთხოვნები (დალაგებულია მნიშვნელობის კლების მიხედვით):

** Web-სისტემების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** PHP-ის და MySQL-ის საფუძვლიანი ცოდნა
** Clean და Maintainable კოდის წერის გამოცდილება
** Git-ის გამოყენების გამოცდილება

არააუცილებელი მოთხოვნები (დალაგებულია მნიშვნელობის კლების მიხედვით):

** HTML5/CSS3-ის ცოდნა
** Javascript-ის ცოდნა
** PHP frameworks (Codeigniter ან Laravel)-ის ცოდნა
** REST სერვისების შექმნის/გამოყენების გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
** მოსახერხებელი სამუშაო საათები
** ფიქსირებული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

გთხოვთ გამოგზავნოთ CV და ნამუშევრების სია ელ.ფოსტაზე: jobs@indygo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე