კურსი: ისწავლე, დასაქმდი და გახდი პროფესიონალი HR!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი: ისწავლე, დასაქმდი და გახდი პროფესიონალი HR!
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 18 ივლ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. ევექსი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" წევრი კომპანიაა, რომლის აქციები 2015 წლის ნოემბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისთინგშია და წარმატებით ივაჭრება.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" იწყებს სალექციო-პრაქტიკულ კურსს მათთვის, ვისაც HR-ში დასაქმება სურს.

რატომ ევექსის HR კურსი?

** იმიტომ, რომ ევექსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა
** იმიტომ, რომ ევექსის HR გუნდში ვაკანტური ადგილებია
** იმიტომ, რომ კურსს უძღვება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი HR გუნდი
** იმიტომ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდეს HR გუნდის წევრი.

ვიწვევთ დამწყებ HR-ებს და HR-ით დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!

გუნდში 10-მდე კანდიდატი შეირჩევა, რომელთაგან საუკეთესოები დასაქმდებიან, ხოლო გამოცდილებას ყველა მიიღებს!

როგორია კურსის ფორმატი?

იგი შედგება ვორქშოპებისგან და პრაქტიკისგან ევექსის HR დეპარტამენტის სხვადასხვა მიმართულებაში.

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა, პოზიტივი და შემოქმედებითობა!

კურსის თემატიკა:

** HR კომუნიკაციის პრინციპები
** კორპორატიული კულტურა
** კარიერის მართვა
** პერსონალის განვითარება
** სამუშაოს ანალიზი
** შეფასება
** საკადრო იურიდიული საკითხები
** სხვა HR-ული თემები, გუნდის ინტერესის შესაბამისად

თუ დაინტერესდით, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/iswavle-dasaqmdi-da-gaxdi-profesionali-hr10.page

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ივლისი, 2018 წელი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" გელით გუნდის მომავალ წევრებს!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე