კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-დი-ჯი გრუპი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
კომპანია "ჯი-დი-ჯი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია დაარსდა 2010 წელს და არის hyster"-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ვანხორციელებთ ახალი და მეორადი სპეცტექნიკის, ავტომტვირთავების მიწოდებას, შემდგომ სერვისს და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფაას. კომპანიას გააჩნია საკუთარი სერვის ცენტრი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდებს: http://www.hyster.ge და http://www.gdggroup.ge

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად)

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** ენერგიულობა
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და პროდუქტის შეთავაზება
** ბაზის შექმნა და არსებული ბაზის განახლება
** პრეზენტაციების გაკეთება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გამყარება
** გაყიდვების გაუმჯობესება და კლიენტებთან ურთიერთობა
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელთან რეპორტინგი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი,
** სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 18:00-მდე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (მინიმუმ 1000 ლარიდან)
** ანაზღაურების პირობები: ფიქსირებული + ბონუსი + გაყიდვების %

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.kiladze@gdggroup.ge

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე