HoReCa პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: HoReCa პრისელერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი საქართველოში" საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HoReCa პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით, სპეციალური აქტივობების განხორციელება HoReCa სექტორში;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დისპლეების მოწყობა;
** შეკვეთების ასახვა სისტემაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - პრიორიტეტი მიენიჭება HoReCa სექტორში გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
** კარგი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები;
** მოქმედი მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე