ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: mrloan.ge
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
"Mrloan.ge" არის საერთაშორისო Fintech კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ მომსახურებას. კომპანია აცხადებს ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან ონლაინ სესხების კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** რუსული (სავალდებულო) და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mrloan.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://www.mrloan.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე