ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ექსპერტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
აუდიტორული კომპანია შპს "ექსპერტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა ** MS Excel-ში ფინანსური ანგარიშების აწყობის და ცხრილების მომზადების უნარი
** სასურველია საბულატრო პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სერთიფიკატის მქონე პირებს
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს/ბასს)
** ოპერაციების აღსარიცხავად ბუღალტრული გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი
** სალარო და საბანკო ოპერაციების, გადარიცხვების, კონვერტაციების და ა.შ. წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სისრულის უზრუნველყოფა
** სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დასტური
** ყოველთვიური მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულის მოძრაობის რეპორტების დროულად მომზადება და მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის
** კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია.

პიროვნული უნარები:

** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა
** დაგეგმვა და ორგანიზება.

სახელფასო განაკვეთი: 800-1000 ლარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა CV ფოტოსურათით გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე info@expertgroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე