კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორესპონდენციის ადრესატისათვის მიწოდება.
** დამატებითი მოვალეობა: სხვადასხვა სამეურნეო საკითხებში ჩართვა.
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგად ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** გამართული მეტყველების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 22 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კურიერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე